მიშელ პლატინი საქართველოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2010-08-09 11:16:00


დღეს, 17:00 საათზე საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეწვევა.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განმარტავენ, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური ცენტრის "ბასას" მონახულება, საუზმე თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან.

მიშელ პლატინი თბილისში უეფა-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სტადიონების ეროვნული ასოციაციის მენეჯერთან ერთად ჩამოვა.