თვითმფრინავებში დასადგომი „სავარძელი“ გაჩნდება

საქართველო, თბილისი - 2018-04-18 15:18:00

იტალიურმა ფირმა Aviointeriors-მა თვითმფრინავისთვის დასადგომის "სავარძელის" მაკეტი შეიმუშავა. იტყობინება გაზეთი The Telegraph-ი.

კონსტრუქცია დიზაინით უნაგირს წააგავს. პროექტზე მუშაობა 2010 წლიდან მიმდინაერეობდა. გაუმჯობესებული მოდელის პრეზენტაცია გასულ კვირას, ჰამბურგის Aircraft Interiors Expo-ს გამოფენაზე მოხდა.

მწარმოებელთა თქმით, ახალი „სავარძელი" ორჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე სტანდარტული, რაც კომპანიებს თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობის 20 პროცენტით გაზრდის საშუალებას მისცემს.

Aviointeriors-ი დარწმუნებულია, რომ ახალი პროდუქტი მოთხოვნადი იქნება ავიაკომპანიების მიერ, განსაკუთრებით მოკლე მანძილზე ფრენისას. ჯერჯერობით ინტერესი ამ ინოვაციის მიმართ მხოლოდ კოლუმბიურმა და ირლანდიურმა კომპანიებმა გამოხატეს.