დემნა გვასალიას Vetements-ის ახალი ჩასაკეცი ფეხსაცმელი 3 000 ლარამდე ღირს

საქართველო, თბილისი - 2018-03-09 12:22:00

დემნა გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექცია - მამაკაცის ჩაკეცილი ფეხსაცმელი ბრენდ Church-თან კოლაბორაციით გამოუშვა.

ახალი ფეხსაცმლის შეძენა ბრიტანულ ონლაინმაღაზია matchesfashion-ზე 855 ბრიტანულ ფუნტადაა შესაძლებელი, რაც დაახლოებით 3 000 ლარია.

ახალი ფეხსაცმელი სხვა კლასიკური ფეხსაცმელებისგან იმით განსხვავდება, რომ შესაძლებელია მისი ჩაკეცვა და შემდეგ, ჩაკეცილი ნაწილის გასწორება. ფეხსაცმელი შუშის შავი ტყავისგანაა დამზარებული, რომელსაც მაქმანი აქვს.

ცნობისთვის, Vetements-ი ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ 2009 წელს საფრანგეთში დაარსა.