Coca-Cola პირველად ისტორიის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელების გამოშვებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 2018-03-07 14:23:00

Coca-Cola სწრაფად მზარდ იაპონიის ბაზარზე მსუბუქალკოჰოლური გაზირებული სასმელით გასვლას აპირებს.

ამერიკული კომპანია Coca-Cola, რომელიც უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მსოფლიო მწარმოებელია, პირველად თავისი 125 წლიანი ისტორიის მანძილზე ალკოჰოლური სასმელების წარმოებას დაიწყებს.

ის პირველად იაპონიის სწრაფად მზარდ ბაზარზე აპირებს გასვლას - წერს გაზეთი "Financial Times"-ი.

ალკოჰოლის შემცველობა სასმელში ჩვეულებრივ შეადგენს 3-დან 8 პროცენტს, რაც ფაქტიურად ლუდის ალტერნატივაა.

ამ ნაბიჯს კომპანიაში უნიკალურს უწოდებენ. თუ გავითვალისწინებთ რამდენად დიდია იაპონიის ბაზარი, ალკოჰოლური Coca-Cola-ს წარმოებას ნამდვილად აქვს აზრი.

რამდენიმე თვის წინ ლაპარაკობდნენ, რომ Coca-Cola მალე დაიწყებდა დაბალალკოჰოლური სასმელების გამოშვებას, თუმცა ინვესტორებთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს შედგა, Coca-Cola-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა,  ჯეიმს ქუინსმა არ გამორიცხა ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. თუმცა არც დაუდასტურებია.

ფაქტი, რომ კომპანიამ ნამდვილად გადაწყვიტა ამ ექსპერიმენტის ჩატარება, Coca-Cola-ს ოფიციალურ საიტზე იაპონიის სამმართველოს პრეზიდენტთან ჩამორთმეული ინტერვიუდან გახდა ცნობილი.