მეტრო "ვარკეთილი" შემთხვევიდან მეორე დღეს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 2018-01-31 11:14:00

30 იანვარს, განახლებულ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად, დაშავდა 14 ადამიანი, მათგან 2 შედარებით მძიმედ. 

ყველა დაშავებული სხვადასხვა კლინიკებშია მოთავსებული და მკურნალობას განაგრძობენ.

რაც შეეხება მეტრო "ვარკეთილს", დღეს 06:00 საათიდან მუშაობა განაახლა, თუმცა მგზავრთა ნაკადის ნაკლებობა შეინიშნება.

მეტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს განახლებითი სამუშაოები: