ნიკა ლალიაშვილი: გახშირებული გატაცებების საკითხი უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს

საქართველო, თბილისი - 2009-11-06 12:27:00

ოკუპირებული ზონების მიმდებარე ტერიტორიებიდან გახშირებული გატაცებების საკითხი უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

"ასეთი გატაცებები, რაც ოკუპირებულ ზონებთან ხდება საქართველოში ლეკიანობის შემდეგ აღარავის ახსოვს და სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ აღიშნული საკითხი უშიშროების საბჭოს უახლოს სხდომაზე უნდა განიხილოს", - განაცხადა ლალიაშვილმა E
მისი თქმით, ოკუპირებული ზონების მიმდინარე ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.

"ეს მდგომარეობა იმ ფაქტმა უფრო დაამძიმა, რომ გადავიდნენ მოზარდთა გატაცებებზეც" - აცხადებს ლალიაშვილი.