საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

საქართველო, თბილისი - 2017-11-24 15:23:00

წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, წიგნის მიწოდება და ბეჭდვის მომსახურება დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მწარმოებელს ჩაითვალოს  წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულზე გადახდილი  დღგ-ი, რაც მანამდე  მწარმოებლისთვის წარმოადგენდა დამატებით ხარჯს.

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე:

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის საშემოსავლო გადასახადში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათები;

თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლების ვადა;

ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა.