გამრავლების სეზონზე, შიმშილობის გამო, პინგვინის 36 000 ბარტყიდან მხოლოდ 2 გადარჩა 

საქართველო, თბილისი - 2017-10-13 16:58:00

ანტარქტიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე პინგვინი „ადელის“ გამრავლების სეზონზე 36 000 ბარტყიდან მხოლოდ ორი გადარჩა.

როგორც BBC  წერს, ყინულის უჩვეულოდ დიდი საფარის გამო მშობელ პინგვინებს საჭმლის მოსატანად ძალიან შორს უწევდათ წასვლა და მათ დაბრუნებამდე ბარტყები შიმშილობით დაიხოცნენ.

მსგავს, რთულ სეზონთან გამკლავება პინგვინების ამ სახეობას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეორედ მოუწია. 2015 წელს ვერც ერთი ბარტყი გადარჩა.  

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის განცხადებით, ანტარქტიკის ეკოსისტემის პატარა სახეობებზე თევზაობა უნდა აიკრძალოს, რაც პინგვინ „ადელს“ შიმშილობისგან დაიცავს.