ჰაიდი ტალიავინი ევროპარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება

საქართველო, თბილისი - 2009-11-05 12:43:00

ჰაიდი ტალიავინი დღეს ევროპარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება. 

რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებულ დასკვნას ევროპელ დეპუტატებს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დახურულ სხდომაზე პირადად გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში უკვე გაიმართა ტალიავინის კომისიის დასკვნის პირველი განხილვა.

ტალიავინის კომისიამ რუსეთ-საქართველოს ომზე დასკვნა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.