17:00 საათზე პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-04 13:14:00

დღეს 17:00 საათზე პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა დახურული ფორმატით იმართება და დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ სხდომაზე ამნისტიის შესახებ და 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელებენ.