ონში მეწყერი ჩამოწვა

საქართველო, თბილისი - 2010-06-17 12:47:00

ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა ონის შესასვლელში. ეს ონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დამეწყვრის მეორე შემთხვევაა. პირველი სტიქია გაზაფხულზე იყო, თუმცა წუხანდელი მეწყერი უფრო მასშტაბურია.

გადაკეტილია ამბროლაური-ონის საავტომობილო გზა. გაწმენდითი სამუშაოებისთვის ონიდან უკვე გამოვიდა კამაცუს ტიპის ტრაქტორი. ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის რაჭის კოორდინატორის განცხადებით, მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება.

რაჭაში ადიდებულია მდინარეები.