ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2017-02-26 11:02:00

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მიცუბიშისა და ჟიგულის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა 2 პირი, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მიცუბიშის მარკის ავტომობილი ადგილზე დაიწვა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.