ქუთაისის უნივერსიტეტიდან პეტრე-პავლეს ტაძრამდე პროკურორებისა და სტუდენტების მსვლელობა მოეწყობა
საქართველო, თბილისი - 2010-06-16 08:20:00
![]()
დღეს, 16 ივნისს, 12:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრამდე ქუთაისის პროკურატურის ინციატივით პროკურორებისა და სტუდენტების ერთობლივი მსვლელობა მოეწყობა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ანტინარკოტიკულ აქციაში 150-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.