თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთებია წაღებული ტაძრიდან.