ფოთში, გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-02-20 14:15:00

ფოთში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.

,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ცხედრებს წყლით სავსე აბაზანაში მიაგნეს. მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

დილით მისულ მომვლელს კარი არავინ გაუღო, რის შესახებაც მან მეზობლებსა და სამართალდამცავებს შეატყობინა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.