არჩილ გამზარდია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 2017-02-17 16:23:00

არჩილ გამზარდია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. გამზარდია საგამოძიებო უწყებაში დღეს უნდა მივიდეს.

"დაბარებული ვარ მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით 8 თებერვლის პოსტთან დაკავშირებით. ცოტა ხანში მივალ ალბათ”, - წერს გამზარდია "ფეისბუქის" საკუთრ გვერდზე.

8 თებერვალს გამზარდია წერდა, რომ რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ არის.