დედა სიდონია სამართალდამცველებს მისი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 2017-02-16 10:11:00

დედა სიდონიას ინფორმაციით, მას ,,არჩევანში” გაკეთებული განცხადებების გამო ემუქრებიან. „რუსთავი 2“-ის ეთერში, მან აღნიშნა, რომ მუქარის შემცველი წერილი უცნობი ადამიანისგან მიიღო.

„ჩემს პირად წერილებში მომივიდა წერილი შემდეგი ტექსტით: ხომ არ ფიქრობთ, რომ აჩქარდით? ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? „რუსთავი 2“-ის ეთერში. აუცილებლად გინახულებ და ამიხსნი ყველაფერს“, - აღნიშნავს დედა სიდონიამ და სამართალდამცველებს მისი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.