ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-02-12 18:09:00

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am სომხურ გამოცემა Shamshyan.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი „ანი პლაზას“ მე-12 სართულზე მდებარე ნომერში 24 წლის ქართველი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედარს ვენები აქვს გადაჭრილი და კისერზე წებოვანი ლენტი აქვს შემოხვეული.

მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.