ვარკეთილში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს - წაღებულია 1000 ლარი

საქართველო, თბილისი - 2017-02-10 11:43:00

ვარკეთილის პირველ მიკრო რაიონში, უცნობმა პირებმა სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ერთიან მებრძოლთა ქუჩაზე მოხდა.

თვიმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის სალაროდან წაღებულია 1000 ლარი.

როგორც „ჯი ეიჩ ენს“ შსს-ში განუცხადეს, მძარცველი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია თანხაც.

გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.