ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძენბენ

საქართველო, თბილისი - 2017-02-09 12:57:00

ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 18 წლის გოგონა სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნდებულა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, უწყებაში გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ შევიდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქრისტინა ძნელაძე ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.