ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-02-06 13:31:00

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.