მარიხუანას დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში ბრალდებულ სასულიერო პირს 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 2017-02-02 17:51:00

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა მარიხუანას დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში ბრალდებულ სასულიერო პირს გიორგი ჯახუას. მას ბრალი სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც მარიხუანას დათესვას, მოყვანასა და კულტივირებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.