ალექსანდრე ნალბანდოვი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვედა

საქართველო, თბილისი - 2010-06-11 18:06:00


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვსა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს იგორ მუსალიმოვს შორის.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის 16-17 ივლისს ყაზახეთში, ქალაქ ალმაატაში დაგეგმილი ეუთოს არაფორმალური მინისტერიალის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.