ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 2017-01-23 09:23:00

ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა ურეკი-სუფსის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდადან იყო.

გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.