ავლაბარში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2017-01-17 11:18:00

ავლაბარში, დანის მუქარით ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს 50 ლარამდე თანხა წაართვეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.