სიღნაღში, მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა - დაღუპულია ერთი მგზავრი

საქართველო, თბილისი - 2017-01-16 14:51:00

სიღნაღში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროდან სიღნაღისკენ მიმავალი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

დაშავებულია მიკროავტობუსის 5 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაღუპულია ერთი ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

დაშავებული მგზავრები ლაგოდეხისა და წნორის საავადმყოფოში გადაყავთ.