ისანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2017-01-13 13:43:00

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ, რომელთაგან ოთხმა გაზით ინტოქსიკაცია მიიღო. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.