ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2017-01-12 18:11:00

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ  ორი ადამიანი, რომლებიც ხაშურის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.

გამოიძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.