საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 2017-01-12 09:12:00

საბურთალოს ქუჩაზე, წუხელ პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელმა სამ მოქალაქეს ქუჩაში, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც შლაპარაკება მოჰყვა. პოლიციელს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.