გლდანში ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2017-01-10 11:38:00

გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით დილის 9 საათისთვის მოხდა. წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობოთ უცნობია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი ერთი იყო. ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინ არის.