სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-01-08 17:44:00

თბილისში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გაზით გაგუდვაა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცვები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.