ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-01-07 13:57:00

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, ახალშობილი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.