ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ლომბარდი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და მძარცველებმა დიდი რაოდენობით თანხა წაიღეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.