მკვლელობა თბილისში - ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა

საქართველო, თბილისი - 2017-01-04 15:30:00

მკვლელობა თბილისში - აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა. 

როგორც მეზობლები აცხადებენ, ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.