კორცხელში 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-01-04 13:42:00

კორცხელში 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის. 
უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ადგილზე შეკრებილი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.