გლდანში ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2016-12-27 11:23:00

გლდანში ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა.  

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაყობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.