ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა - უბედური შემთხვევა მარნეულში

საქართველო, თბილისი - 2016-12-27 11:07:00

მკვლელობა მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა 28 წლის მეუღლე ნაჯახით მოკლა. 

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მკვლელობას გულისხმობს. ოჯახს სამი შვილი ჰყავს.