ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენი 21 დეკემბერს გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 2016-12-20 16:37:00

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 21 დეკემბერს, 12.00 საათზე გამოაცხადებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დათა ახალაიას და გია დგებუაძეს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო განხილვები ბრალდებულის და მისი ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვით დღეს დასრულდა. ბრალდებული გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“  მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.