თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 2016-12-20 11:22:00

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის, „სეზა ინშაათ“-ის     წარმომადგენლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. თბილისი-რუსთავის 6,4 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ხანგრძლივობა 2 წელია. სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 119 მილიონამდე ლარია.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17, 4 კმ-ია. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.