ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და დაცვის თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-12-20 10:48:00

დაკავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი. ორივე მათგანს ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღებაში ადანაშულებენ.

სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ, მოქალაქეს 2 ათასი დოლარი მოსთხოვეს. ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა
თანხის აღებისა და დიპლომის გადაცემის დროს დააკავეს. ბრალდებულებს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.