ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-12-08 10:54:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი შპს „ავტოსერვისი 2016“-ს დირექტორი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მერიის ბალანსზე არსებული, ავტო-ტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს ქრთამის სახით, 2 000 ლარი გამოართვა. 

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.