საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-12-05 10:54:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოიძების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები. საგამოძებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დ

საქმეზე მიმდინარეობს გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.