თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-11-28 09:48:00

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გუშინ ღამით მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები უცნობია.