თბილისში, კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს

საქართველო, თბილისი - 2016-11-26 13:37:00

გვიან ღამით, თბილისში თავს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ლიბერალის ცნობით, ტრანსგენდერ ქალს ორმა უცნობმა მამაკაცმა სცემა. 

"მცემდნენ და მაგინებდნენ, მიყვიროდნენ, რომ უნდა მოვმკვდარიყავი, რადგან დავიბადე ასეთი" - ამბობს დაზარალებული, რომელიც საავადმყოფოდან დღეს დილით გამოწერეს.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს ზიზის თავს 14 ოქტომბერს დაესხნენ. ის 40-დღიანი კომის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.