მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 2016-11-24 12:49:00

მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება გამსახურდიას მთავარ პროკურტაურაში დღეს გააცნეს.

ცოტნე გამსახურდია სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ამავე საქმეზე მსჯავრდებული იყო გიორგი ბებია.

გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს  პირველი პრეზიდენტის შვილი 2012 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.