უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 2016-11-21 09:44:00

უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე შედგება. ამ დრომდე უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სხდომა. რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს. გადაწყვეტილების მიღების ბოლოვადა 25 იანვარია.