ქუთაისში, პურის საცხობში მამაკაცი სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2016-11-19 12:02:00

ქუთაისში, პურის საცხობში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. როგორც 2030-ის ჟურნალისტი იტყობინება, შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხობში გაზმა გაჟონა, რის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ექსეპრტიზაზეა გადასვენებული.