გარდაბანში მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2016-11-18 16:44:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.