ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2016-11-13 10:25:00

გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშიძისა და ნაფარეულის ქუჩის კუთხეში რის შედეგადაც, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა. 3 მათგანი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ერთი კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და სავარაუდოდ ჯიპის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.