შსს-მ გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-11-05 10:23:00

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 4 ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1984 წელს დაბადებული გ.ნ. გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თავის დედას - ლ. ნ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.